02.06.2021 13:57
2 ივნისს მტკვრის დაცვის დღე აღინიშნება
2 ივნისს მტკვრის დაცვის დღე აღინიშნება, რომელიც კოალიცია „მტკვარ-არაქსის“ ინიციატივით 1999 წელს დაარსდა. ზემოხსენებული თარიღი საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ერთდროულად აღინიშნება.
მტკვარი საქართველოს უმთავრესი მდინარეა. მდ. მტკვრის აუზი ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთს, მთელ ცენტრალურ და აღმოსავლეთ საქართველოს, თითქმის მთელ აზერბაიჯანს, მთელ სომხეთს და ჩრდილო-დასავლეთ ირანს მოიცავს. მდინარის აუზის საერთო ფართობი 188 000 კვადრატული კილომეტრია, ხოლო მთლიანი სიგრძე 1515 კილომეტრს შეადგენს.
საქართველოს ტერიტორიაზე მტკვრის სიგრძე 390კილომეტრია და მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის წყლის რესურსების სიუხვეზე. რომლის გათვალისწინებითაც საქართველო ევროპაში მე-3 ადგილზეა.