საზოგადოება
02.06.2021 13:43
ვაქცინაციის მეორე დოზის მიღებიდან ორი კვირის შემდეგ, თუ თქვენ გარემოცვაში ყველა აცრილია, შეგიძლიათ ახლობლებს ჩაეხუტოთ - პაატა იმნაძე

მეორე ინექციის გაკეთებიდან ორ კვირაში ითვლება, რომ ადამიანი უკვე არის სრულად იმუნური, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

იმნაძის თქმით, მოქალაქეს, მეორე აცრიდან, დაახლოებით ორი კვირის შემდეგ, შეუძლია პირბადის გარეშე იყოს, ბუნებრივია, თუ გარემოცვაში ყველა აცრილია,

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც თქვენ გარშემო ყველა ორჯერ აცრილია, თქვენ უკვე შეგიძლიათ, პირბადის გარეშე იყოთ თქვენს ახლობლებთან ერთად, ჩაეხუტოთ მათ, ყოველგვარი პრობლემის გარეშე მათთან ერთად გაატაროთ დრო, მათ შორის სუფრასთან. ამისათვის საჭიროა, რომ თქვენ გარშემო ყველა იყოს ორჯერ აცრილი“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის ორივე დოზა 5 251 ადამიანს აქვს ჩაატებული.

კვირის ამბები