საზოგადოება
02.06.2021 12:53
ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 954 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 896 და გარდაიცვალა 30 ადამიანი

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30 603 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 444 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 159 PCR ტესტით. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩატარებული ტესტირების შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 954 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 896 პირი და გარდაიცვალა 30 ადამიანი.

 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 954 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 509 შემთხვევა, აჭარაში - 82, იმერეთში - 99, ქვემო ქართლში - 67, შიდა ქართლში - 33, გურიაში - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 88, კახეთში - 30, მცხეთა-მთიანეთში - 24, სამცხე-ჯავახეთში - 11 და რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 774, საიდანაც: 3 541 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 789 პირი, მათგან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 223. 639 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 7 594 პირი კი, ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ამ ეტაპისთვის საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 27 ადამიანი და თვითიზოლაციაში იმყოფება 19 104 პირი.

 

კვირის ამბები