საზოგადოება
01.06.2021 13:51
ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
სამინისტროს ინფორმაციით, უწყების ხელმძღვანელი თავს კარგად გრძნობს, თვითიზოლაციაში იმყოფება და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრი 23 მარტს აიცრა. ტიკარაძემ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა საჯაროდ საჩხერის საავადმყოფოში გაიკეთა.
კვირის ამბები