საზოგადოება
01.06.2021 11:19
ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით, ვირუსით ინფიცირების 1 233 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 31 ადამიანი გარდაიცვალა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ვირუსით ინფიცირების 1 233 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 002 პირი და კორონავირუსით გარდაცვალების 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 4 804 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 233 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 676 შემთხვევა, აჭარა - 102, იმერეთი - 126, ქვემო ქართლი - 66, შიდა ქართლი - 65, გურია - 28, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 89, კახეთი - 43, მცხეთა-მთიანეთი - 21, სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11.

ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 746, საიდანაც მძიმე პაციენტია 802 პირი, მათ შორის, მართვით სუნთქვაზე იმყოფება 220 პაციენტი.

კვირის ამბები