საზოგადოება
31.05.2021 15:05
შიდა ქართლის გუბერნატორის პოზიციაზე ვალერიან მჭედლიძე დაინიშნა

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე შიდა ქართლის ახალი გუბერნატორი წარადგინა.

პრემიერმა, აღნიშნულ თანამდებობაზე ვალერიან მჭედლიძე დანიშნა.

„ვალერიან მჭედლიძე წარმოშობით გორიდანაა და საჯარაო სექტორში მუშაობის ძალიან წარმატებული გამოცდილება აქვს. ბოლო დროს ის ხელმძღვანელობდა დაცული ტერიტორიების სააგენტოს, მელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტს“, - განაცხადა პრემიერმა.

ვალერიან მჭედლიძე 1981 წლის 3 იანვარს დაიბადა. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

შეგახსენებთ, რომ შიდა ქართლის გუბერნატორის პოზიციას, ამ დრომდე, მამუკა საღარეიშვილი იკავებდა.

ამასთან, შიდა ქართლის გარდა, გუბერნატორი შეიცვალა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონშიც, სადაც სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას გიორგი გუგუჩია დაიკავებს.

კვირის ამბები