საზოგადოება
31.05.2021 13:05
კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების გამო, გორის მესამე და მეორე საჯარო სკოლებში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება

კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების გამო, გორის მესამე და მეორე საჯარო სკოლებში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება, - ამის შესახებ GMnews-ს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ტერმაკოზაშვილმა განუცხადა.

ნანა ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, დისტანციური სწავლების რეჟიმი მესამე საჯარო სკოლაში სრულად იმოქმედებს, მეორე საჯარო სკოლაში კი, ვირუსი ერთ მოსწავლეს დაუდგინდა და შესაბამისად, კლასი თვითიზოლაციაში გადავიდა.

„კორონავირუსის დადასტურების შემთხვევების გამო, გორის მესამე და მეორე საჯარო სკოლებში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. დისტანციური სწავლების რეჟიმი მესამე საჯარო სკოლაში სრულად იმოქმედებს, მეორე საჯარო სკოლაში კი, ვირუსი ერთ მოსწავლეს დაუდგინდა და შესაბამისად, კლასი თვითიზოლაციაში გადავიდა. აღნიშნულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დისტანციური მეთოდით სწავლება დღეიდან ამოქმედდა და 10 ივნისამდე გასტანს“, - განაცხადა ნანა ტერმაკოზაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის, გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, დისტანციური სწავლების რეჟიმი მოქმედებს გორის მეშვიდე, სოფელ პატარა მეჯვრისხევისა და კარალეთის #1 საჯარო სკოლებში. აღნიშნული საჯარო სკოლები საკლასო სწავლებას 2 ივნისიდან დაუბრუნდებიან.

კვირის ამბები