საზოგადოება
31.05.2021 12:53
ქიწნისში სასმელი წყლის ახალი სისტემის მოწყობა-მშენებლობა მიმდინარეობს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისში სასმელი წყლის ახალი სისტემის მოწყობა-მშენებლობა მიმდინარეობს.
GMnews-ის ინფორმაციით, პროექტი 24 კილომეტრამდე ცენტრალური და შიდა ქსელის მოწყობას ითვალისწინებს. გეგმის მიხედვით, 4 ლოკაციაზე ასევე, განთავსდება კოშკურა და წყალშემკრები აუზი (ჯამში, 400 ტონა რეზერვუარით), განთავსდება საქლორატორო შენობები, გაიწმინდება და მოეწყობა ახალი ჭაბურღილები. სამუშაოების დასრულების შემდეგ სოფლის მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. პროექტი გარდამავალია და მომავალ წელს დასრულდება. რაც შეეხება სამუშაოების შესასრულებლად საჭირო ხარჯებს, სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და ჯამში, 1 750 000 ლარი დაიხარჯება.
ქიწნისში სამუშაოების მიმდინარეობას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი და რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი გაეცნენ. მამუკა საღარეიშვილის თქმით, სოფლში მცხოვრები 500 კომლი მალე უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს, გარდა ამისა, სასმელი წყლით უზრუნველყოფილი იქნება სოფლის საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი და სხვა ადმინისტრაციული შენობები.
კვირის ამბები