საზოგადოება
31.05.2021 12:54
კოვიდინფექციის დადასტურების გამო, გორის მუნიციპალიტეტის სამ საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია

კოვიდინფექციის დადასტურების გამო, გორის მუნიციპალიტეტის სამ საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, - ამის შესახებ GMnews-ს გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღანელმა ლია კოვზიაშვილმა განუცხადა.

როგორც ლია კოვზიაშვლმა აღნიშნა, კორონავირუსული ინფექცია თანამშრომლების გეგმიური ტესტირების დროს გამოვლინდა.

„ამ დროისთვის, გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სასწავლო პროცესი სკოლადელი აღზრდის სამ დაწესებულებაშია შეწყვეტილი: გორის მე-19 საბავშვო ბაღში, ასევე სვენეთის და რეხის საბავშვო ბაღებში. სამივე დაწესებულებაში ვირუსი გეგმიური ტესტირების დროს დაუფიქსირდათ თანამშრომლებს. სვენეთის საბავშვო ბაღში ვირუსი 15 მაისს გამოვლინდა, შემდეგ კი, კიდევ ერთ თანამშრომელი აღმოჩნდა კოვიდდადებითი და თვითიზოლაციის ვადა გახანგრძლივდა. 27 მაისს შეწყდა სააღმზრდელო პროცესი რეხის საბავშვო ბაღში, გორის მე-19 ბაღში კი - 28 მაისს. სკოლამდელი აღზრდის ყველა სხვა დაწესებულებაში სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს“, - განაცხადა ლია კოვზიაშვილმა.

 

კვირის ამბები