ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 138 151 მოქალაქე აიცრა, აცრების დაწყებიდან დღემდე, საქართველოში ოთხი ვაქცინა შემოვიდა - ,,ფაიზერი", ,,ასტრაზენეკა", ,,სინოფარმი" და ,,სინოვაკი", თუმცა, აღნიშნულის გარდა, აცრის მსურველებს საშუალება აქვთ, ვაქცინაციის წინასწარი რეგისტრაციის სურვილი დააფიქსირონ იმ ვაქცინებთან დაკავშირებითაც, რომლებიც მსოფლიოში არსებობს. წინასწარი რეგისტრაციისას, თითოეულ მოქალაქეს 3 ვაქცინის არჩევის საშუალება აქვს.
ვებ-გვერდზე არსებული მონაცემების მიხედვით, დარეგისტრირებულ მოქალაქეთა უმრავლესობას 91 701-ს „ფაიზერით“ ვაქცინაცია სურს. „მოდერნას“ ვაქცინით აცრის სურვილი 37 695 ადამიანმა გამოთქვა. 25 682 მოქალაქეს „სინოფარმით“ აცრა სურს. 20 976 მოქალაქეს „ასტრაზენეკას“ გაკეთება უნდა, 11051 -ს კი „ჯონსონი და ჯონსონი“ აირჩია. რაც შეეხება „ნოვოვაქსით“ აცრას მისი გაკეთების სურვილი 7145-მა ადამიანმა გამოთქვა, 3490-ს კი „სინოვაკით“.
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, წინასწარი რეგისტრაცია მიზნად ისახავს COVID -19 ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციის მიღებას.