29.05.2021 19:10
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები წარადგინა
საქართველოს მთავრობის ყოფილმა ხელმძღვანელმა ახალი პოლიტიკური გაერთიანება ,,საქართველოსთვის" და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრები წარადგინა. პოლიტსაბჭო, რომლის შემადგენლობაშიც პარლამენტის წევრები და გახარიას ყოფილი თანამშრომლებიც არიან, 14 წევრით არის დაკომპლექტებული, მათ შორის ორი გორელია.
პარტიის პოლიტსაბჭოში არიან: პარლამენტის მაჟორიტარი წევრი გორისა და კასპის ოლქიდან გიორგი ხოჯევანიშვილი, ასევე მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურის ყოფილი უფროსი კონსტანტინე ანანიაშვილი, რომელსაც მანამდე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის პოსტი ეკავა, უფრო ადრე კი, შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო, ყოფილი პრემიერის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი ნათია მეზვრიშვილი, გიორგი შარაშიძე, კახაბერ ქემოკლიძე, ანა ბუჩუკური, მიხეილ დაუშვილი, ბექა ლილუაშვილი, რუსუდან თევზაძე, ალექსანდრე მოწერელია, ბერდია სიჭინავა, შალვა კერესელიძე, გიგა ფარულავა და გიორგი გოგუაძე.