საზოგადოება
29.05.2021 10:53
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 986 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 986 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 342 880-ს.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, გასული 24 საათის განმავლობაში ვირუსი 590-მა პირ-მა დაამარცხა, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 325 016-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 739 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 986 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 535 შემთხვევა, აჭარა - 82, იმერეთი - 76, ქვემო ქართლი - 46, შიდა ქართლი - 26, გურია - 14, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 100, კახეთი - 51, მცხეთა-მთიანეთი - 38, სამცხე-ჯავახეთი - 12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 099, საიდანაც 3 826 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 887, აქედან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 222 პირი.

კვირის ამბები