საზოგადოება
28.05.2021 12:31
სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ასაცრელად 106 494 მსურველია დარეგისტრირებული

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კორონავირუსის ვაქცინაციის მსურველთა გასარკვევად შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე, დღეს, 11:30 საათის მდგომარეობით, 106 494 მსურველია დარეგისტრირებული.

მონაცემების მიხედვით, დარეგისტრირებულ მოქალაქეთა უმრავლესობას - 89 985 მოქალაქეს „ფაიზერით“ ვაქცინაცია სურს. „მოდერნას“ ვაქცინით აცრის სურვილი 37 290 ადამიანმა გამოთქვა. 24 643 მოქალაქეს „სინოფარმით“ აცრა სურს. 20 587 მოქალაქეს „ასტრაზენეკას“ გაკეთება უნდა, 10 888 პირმა კი - „ჯონსონი და ჯონსონი“ აირჩია. რაც შეეხება „ნოვოვაქსით“ აცრას, მისი გაკეთების სურვილი 7 074-მა ადამიანმა გამოთქვა, 3 238-მა კი „სინოვაკით“.

როგორც პორტალზეა აღნიშნული, წინასწარი რეგისტრაციის მიზანია ინფორმაციის მიღება COVID -19 ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ.

ცნობისთვის, მოქალაქეებს რეგისტრაციისას მაქსიმუმ სამი ვაქცინის არჩევის უფლება აქვთ. აქვე შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შესაძლებლობა 18 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობას „სინოვაკის“ ვაქცინით აქვს.

ამ ეტაპზე სულ აცრილია - 130 037, დღიურად კი - 4 445 მოქალაქე იცრება.

ამ დროისთვის, შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში მოქმედი ვაქცინაციის 5 კაბინეტში, ყველა ვაქცინაზე, პირველი დოზით ვაქცინაციაზე ყველა ადგილი დაჯავშნილია.

კვირის ამბები