საზოგადოება
12.11.2019 16:39
6 ექიმს საექიმო საქმიანობის უფლება სამუდამოდ შეუჩერდა
6 ექიმს საექიმო საქმიანობის უფლება სამუდამოდ შეუჩერდა. აღნიშნული ინფორმაციას სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დირექტორი ზაალ კაპანაძე ავრცელებს.

„კანონმდებლობის შესაბამისად, ცალკეული ექიმის საკითხი განხილული იყო სამედიცინო რეგულირების პროფესიულ საბჭოზე და რამოდენიმე ექიმს დროებით შეუჩერდა საქმიანობის უფლებამოსილება. ასევე იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ექიმებს სამუდამოდ ჩამოერთვათ საექიმო საქმიანობის უფლება. ასეთი იყო 6 შემთხვევა, როდესაც ძალიან მძიმე, მათ შორის ლეტალურ შედეგთან გვქონდა საქმე“, -აცხადებს კაპანაძე.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 4 თვის განმავლობაში 500-ზე მეტი ამბულატორიული და სტაციონარული დაწესებულება შემოწმდა, 100-ზე მეტი კლინიკა დაჯარიმდა, 7-ის შემთხვევაში კი, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა.

კვირის ამბები