საზოგადოება
27.05.2021 20:18
ეფექტურია თუ არა ქვეყანაში გამოყენებული ვაქცინები ინდური შტამის მიმართ - საქართველოში ინდური შტამი დაფიქსირდა

დღეს გამოყენებული ვაქცინები ფარავს როგორც ბრიტანულ შტამს, ასევე ინდურ შტამს, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან მანამდე განაცხადა, ვიდრე საქართველოში ინდური შტამი ოფიციალურად დადასტურდებოდა.  

„ინდური შტამი 50 ქვეყანაშია დაფიქსირებული. საქართველოში რამდენიმე საეჭვო შემთხვევა იყო, თუმცა ჯერჯერობით არ დადასტურებულა. ჩვენთან დადასტურებული არის მხოლოდ სტანდარტული ჩინურ-ევროპული და ბრიტანული შტამი. რაც შეეხება ინდურ შტამს, ინდური შტამის მოხვედრის ალბათობა ძალიან დიდია, რადგან ჩვენი კონტაქტები და მიმოსვლა ინდოეთთან გაცილებით უფრო ფართოა. დღეს გამოყენებული ვაქცინები ფარავს როგორც ბრიტანულ შტამს ასევე ინდურ შტამს. სამხრეთ აფრიკულ შტამზე ახლა მიმდინარეობს ამ ვაქცინების გამოცდა“, - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში შემოსულ 5 მოგზაურს კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი დაუდასტურდა.

კვირის ამბები