საზოგადოება
27.05.2021 19:59
საქართველოში შემოსულ 5 მოგზაურს კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი დაუდასტურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციით, საქართველოში შემოსულ 5 მოგზაურს კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი დაუდასტურდა.

„კომპეტენციის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მუდმივად აწარმოებს ქვეყანაში მოცირკულირე SARS-CoV-2-ის შტამების გავრცელების მონიტორინგს. ეპიდზედამხედველობის ფარგლებში, ქვეყანაში შემოსულ 5 მოგზაურიდან აღებული ნიმუშის PCR კვლევებითა და სექვენირებით დადგენილ იქნა, რომ აღნიშნული პირები ინფიცირებული იყვნენ SARS-CoV-2-ის ინდური შტამით.

ყველა ინფიცირებული იდენტიფიცირებული და იზოლირებულია. ისინი საქართველოში შემოვიდნენ სხვადასხვა თარიღში, ერთიდაიგივე ქვეყნიდან, თუმცა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქენი არიან. სამმა მათგანმა უკვე დატოვა ქვეყნის ტერიტორია.

ეპიდკვლევების მონაცემებით მათი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, - აღნიშნულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები