საზოგადოება
27.05.2021 13:00
იუსტიციის სამინისტრო ე.წ. მობილური იუსტიციის სახლების ამოქმედებას გეგმავს

იუსტიციის სამინისტრო ე.წ. მობილური იუსტიციის სახლების ამოქმედებას გეგმავს. უწყების ხელმძღვანელის რატი ბრეგაძის თქმით, სამინისტრო ისეთი მიკროავტობუსების შეძენას გეგმავს, რომლებიც სპეციალური ტექნიკით აღიჭურვება და მოსახლეობას  მომსახურებას ადგილზე გაუწევს. შეთავაზებული სიახლე, პირველ რიგში, შშმ პირებისთვის იქნება გათვლილი, რომლებიც საჭირო სერვისებს კომფორტულ და მათთვის მორგებულ გარემოში მიიღებენ.

იუსტიციის მინისტრის თქმით, მისი მიზანია, მოსახლეობის ფართო ნაწილმა ისარგებლოს იმ სიკეთეებით, რომელთაც საზოგადოებას იუსტიციის სახლი სთავაზობს.

„გვსურს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შევუქმნათ მაქსიმალურად კომფორტული პირობები იმისათვის, რომ თავისუფლად მივიდნენ იუსტიციის სახლებში. ჩვენ ვგეგმავთ სპეციალურად აღჭურვილი მანქანების შეძენას. ეს კი, რა თქმა უნდა შშმ პირებს ხელს შეუწყობს, რომ მაქსიმალურად ფართოდ ისარგებლონ ჩვენ მიერ შეთავაზებული სერვისებით“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

 

კვირის ამბები