საქართველოში, ბოლო 24 საათში, ვირუსით ინფიცირების 508 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 340 838-ს.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულების რაოდენობას, ბოლო 24 საათში ვირუსი 1 481-მა პირმა დაამარცხა, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 323 409-მდე.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 699 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 508 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 252 შემთხვევა, აჭარა - 61, იმერეთი - 35, ქვემო ქართლი - 42, შიდა ქართლი - 20, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 48, კახეთი - 22, მცხეთა-მთიანეთი - 14, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 704, საიდანაც 3 965 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 913, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 219 პირი.