კულტურა
12.11.2019 16:41
„კაცია ადამიანი?!“ - საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მაცხოვრებელი მოზარდებისთვის ერისთავის თეატრში სპექტაკლი გაიმართება

გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატულ თეატრში საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ბავშვებისთვის სპექტაკლი „კაცია ადამიანი?!“ გაიმართება. პროექტი თეატრის ადმინისტრაციისა და გორის მერიის თანამშრომლობით ხორციელდება. წარმოდგენები ორ დღეს - 12 და 13 ნოემბერს გაიმართება.

გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ წარმოდგენებს საოკუპაციო ხაზთან მდებარე 12 სოფლის მაცხოვრებელი 800 მოზარდი დაესწრება. „პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრის ადმინისტრაციის თანამშრომლობით მომზადდა. აქტივობაში 10 წელს ზემოთ ასაკის 800 მოზარდი ჩაერთვება. თეატრალურ წარმოდგენას გორის თეატრის დიდ დარბაზში დიცის, ნიქოზის, მერეთის, ტირდძნისის, მეჯვრისხევის, ზეღდულეთის, შინდისის, შავშვების, ტყვიავის, კარალეთის დევნილთა ჩასახლებისა და ვერხვების დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრები მოზარდები დაესწრებიან,“ - აღნიშნული ინფორმაცია GMnews-ს გორის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურმა მიაწოდა.

წარმოდგენებზე ბავშვების დასწრებას გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო უზრუნველყოფს, რაც, თავის მხრივ, მოზარდების ტრანსპორტირებას ითვალისწინებს.

 

კვირის ამბები