ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, იაპონური გაზეთის - Mainichi Newspapers გამომცემელმა ე.წ. მწვანე გაზეთი შექმნა, რომელიც ბიო ქაღალდზე დაიბეჭდა. ბიო გაზეთში დატანებულია ბალახი ან ყვავილების თესლი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველდღიური გაზეთის ახალი ამბების გაცნობის შემდეგ, „მწვანე გაზეთი“ მკითხველს ლამაზი და სურნელოვანი ყვავილებითაც გაახარებს. ამისთვის საჭიროა გაზეთის დახევა, მიწაში ჩარგვა და პერიოდულად მორწყვა. გარკვეული დროის შემდეგ გაზეთი ყვავილობას დაიწყებს.
საინტერესო გარემოსდაცვით ინიციატივას საზოგადოება სიხარულით შეხვდა და „მწვანე გაზეთზე“ მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა, შესაბამისად, გამომცემლობამ გაზარდა ტირაჟიც. ახალმა იდეამ კომპანიას რამდენიმე ასეული ათასი დოლარის მოგება მოუტანა, პარალელურად, გადაწყვიტა გადამუშავების პრობლემა და შეამცირა ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გამონაბოლქვი.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება