საზოგადოება
25.05.2021 11:25
„გორმედის“ ქსელის კლინიკებში „სინოვაკით“ ვაქცინაციაზე 28 მაისის ჩათვლით მხოლოდ ერთი ადგილია დარჩენილი - ხათუნა შრუბი, კლინიკური დირექტორი

ვაქცინაციაზე მოსახლეობის აქტიურობა ,,სინოფარმის" მსგავსად, ,,სინოვაკზეც" ძალზე მაღალია, - ამის შესახებ ,,გორმედის" ქსელის კლინიკურმა დირექტორმა ხათუნა შრუბმა განაცხადა. შრუბის ინფორმაციით, ისევე, როგორც სხვა ვაქცინებით აცრების შემთხვევაში, ,,გორმედში" სინოვაკით ვაქცინაციაც ყოველგვარი გართულებების გარეშე მიმდინარეობს.

,,ვაქცინაციაზე მოსახლეობის აქტიურობა ,,სინოფარმის" მსგავსად, ,,სინოვაკზეც" ძალზე მაღალია, ამ დროის მონაცემებით, ,,გორმედის" ქსელის კლინიკებში ,,სინოვაკით" ვაქცინაციაზე 28 მაისის ჩათვლით მხოლოდ ერთი ადგილია დარჩენილი ქარელის კლინიკაში 25 მაისს, 12:10 საათზე, სხვა ყველა ადგილი უკვე შევსებულია სპეციალურ პორტალზე, რომლის მეშვეობითაც ხდება ვაქცინაციაზე რეგისტრაცია. რაც შეეხება სხვა თარიღებს, პორტალზე ეტაპობრივად გაიხსნება სხვა თარიღებზე ვიზიტის დაჯავშნის შესაძლებლობაც. ისევე, როგორც სხვა ვაქცინებით აცრების შემთხვევაში (,,ასტრაზენეკა", ,,სინოფარმი"), ,,გორმედში" სინოვაკით ვაქცინაციაც ყოველგვარი გართულებების გარეშე მიმდინარეობს. არც სამედიცინო პერსონალში და არც მოქალაქეებში, გართულება არ დაფიქსირებულა", - განაცხადა ხათუნა შრუბმა.

შეგახსენებთ, ,,სინოვაკით" ვაქცინაცია დაშვებულია 18 წლის ზემოთ მოქალაქეებისთვის.

რაც შეეხება ,,ასტრაზენეკას", პირველ დოზაზე რეგისტრაცია შესაძლებელია 45+ ასაკის პირებისთვის.

სინოფარმის პირველ დოზაზე რეგისტრაცია კი დასრულებულია, თუმცა მოქალაქეებმა, რომლებმაც ჩაიტარეს პირველი დოზით აცრა, გარანტირებულად მიიღებენ ვაქცინის მეორე დოზას.

კვირის ამბები