საზოგადოება
25.05.2021 11:19
საქართველოში კორონავირუსის 1 354 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 821 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 354 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 821 პაციენტი. შესაბამისი მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე, ცოტა ხნის წინ განახლდა. გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30 456 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 052 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 404 PCR ტესტით.

რაც შეეხება გარდაცვალების შემთხვევებს, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 354 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 669 შემთხვევა, აჭარაში - 114, იმერეთში - 184, ქვემო ქართლში - 78, შიდა ქართლში - 43, გურიაში - 15, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 129, კახეთში - 56, მცხეთა-მთიანეთში - 50, სამცხე-ჯავახეთში - 11, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 5.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 858, საიდანაც: 4 094 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 9 091 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე, 91 ადამიანი კი,საკარანტინე სივრცეებშია მოთავსებული.

 

კვირის ამბები