საზოგადოება
24.05.2021 13:19
ბნვისის საჯარო სკოლას რეაბილიტაცია უტარდება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბნავისში საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. GMnews-ის ინფორმაციით, პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. გეგმის ფარგლებში გათვალისწინებულია ორსართულიანი შენობის სრული რეაბილიტაცია, სახურავისა და კარ-ფანჯრების შეცვლა, ასევე, კეთილმოეწყობა საგანმანათლებლო დაწესებულების  ეზო და სპორტული მოედანიც.
სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ საჯარო სკოლა სრულად უპასუხებს თანამედროვე სტანდარტებს. პროექტის განხორციელების ჯამური ღირებულება 1 600 000 ლარს შეადგენს. 

სამუშაოების მიმდინარეობას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერთან კონსტანტინე თავზარაშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო.  როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს,  რეაბილიტაციის პროცესი ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება და მალე, მოსწავლეებსა და პედაგოგებს განახლებულ და კომფორტულ გარემოში შეეძლებათ სწავლის გაგრძელება.

 

კვირის ამბები