საზოგადოება
12.11.2019 15:15
როდის გადავლენ მუნიციპალური საბავშვო ბაღები ზამთრის რეჟიმზე

„საბავშვო ბაღები ზამთრის რეჟიმზე უკვე გადასულია და გათბობაც ჩართულია, თუმცა, სწავლის დაწყების დროის ცვლილებას ჯერ არ ვგეგმავთ, - აღნიშნულის შესახებ, GMnews-თან საუბრისას გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა ლია კოვზიაშვილმა განაცხადა.  

კოვზიაშვილის ინფორმაციითვე, სასწავლო წლის დაწყებიდან დღემდე, არც ერთ საბავშვო ბაღში არ დაფიქსირებულა განსაკუთრებული შემთხვევა, რაც სასწავლო პროცესის დაწყების დროის გადატანის საჭიროებას წამოწევდა. „სექტემბრიდან დღემდე საბავშვო ბაღებში სწავლა 10-ის ნახევარზე იწყება, ამ ხნის განმავლობაში, ჯერ არ გვქონია განსაკუთრებული შემთხვევა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ეპიზოდს, როცა მშობელი წინასწარ აფრთხილებს მასწავლებელს მაქსიმუმ ხუთწუთიანი დაგვიანების შესახებ. ამასთან, შესანიშნავი ამინდებია და ფაქტობრივად, რეალური საჭიროება არ დამდგარა სასწავლო პროცესის დაწყების დროის 10 საათამდე გადაწევისა, თუმცა, არ გამოვრიცხავ, აუცილებლობის შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება გადაიხედოს,“ - ამბობს ლია კოვზიაშვილი.

კვირის ამბები