დიასპორის დღესთან დაკავშირებით, 24 მაისიდან 7 ივნისამდე, სპეციალური აქციის ფარგლებში, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები პირადობის ელექტრონულ მოწმობას უფასოდ მიიღებენ, ბიომეტრიულ პასპორტს კი - ნახევარ ფასად. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. აქციის ინიციატორები საქართველოს პრეზიდენტი და იუსტიციის მინისტრი გახლავთ.
სამინისტროს ინფორმაციით, ბიომეტრიულ პასპორტს ნახევარ ფასად მიიღებს მოქალაქე:
პირადობის ელექტრონულ მოწმობას უფასოდ მიიღებს მოქალაქე:
პირადობის ელექტრონული მოწმობა და ბიომეტრიული პასპორტი თანამედროვე, დაცული და ევროპული სტანდარტების შესაბამისი დოკუმენტებია, რომლებიც საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის კვეთას, საქმისწარმოებას და იმ ელექტრონული სერვისებით სარგებლობას გაუმარტივებს. პიროვნების საიდენტიფიკაციო დოკუმენტები უცხოეთში მყოფ მოქალაქეებს, ასევე, საარჩევნო უფლების რეალიზაციაში დაეხმარება.
სპეციალურ აქციაში ჩასართავად უცხოეთში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ არსებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ან საკონსულო დაწესებულებებს ადგილზე უნდა მიმართონ.