საზოგადოება
24.05.2021 11:12
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 388 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

 საქართველოში, ბოლო 24 საათში, ვირუსით ინფიცირების 388 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 337 961-ს.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 357 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 319 956-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 639 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 388 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 208 შემთხვევა, აჭარა - 50, იმერეთი - 24, ქვემო ქართლი - 19, შიდა ქართლი - 12, გურია - 4, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 33, კახეთი - 25, მცხეთა-მთიანეთი - 4, სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 340, საიდანაც 4 161 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის მძიმე პაციენტია 892, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 230 პირი.

კვირის ამბები