საზოგადოება
24.05.2021 11:02
საქართველოში „სინოვაკით“ ვაქცინაცია დღეიდან დაიწყება

„სინოვაკის“ ვაქცინით მოქალაქეთა იმუნიზაციის პროცესი საქართველოში დღეიდან დაიწყება. როგორც ცნობილია, ამ დოისთვის, ქვეყანაში „სინოვაკის“ ვაქცინის 100 000 დოზაა.

ცნობისთვის, „სინოვაკის“ ვაქცინით აცრისთვის მოქალაქეთა რეგისტრაცია 21 მაისიდან დაიწყო. ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია როგორც სპეციალურ პორტალზე, ასევე ტელეფონის ნომერზე 15 22.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის ოფიციალური განმარტების მიხედვით, „სინოვაკის“ ვაქცინა, „სინოფარმის“ მსგავსად, ინაქტივირებული ვაქცინაა. ოფიციალური მონაცემებით, სხვადასხვა ქვეყნისთვის მიწოდებულია 260 მილიონი დოზა „სინოვაკის“ ვაქცინა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, „სინოვაკის“ ვაქცინას გვერდითი მოვლენები მინიმალურად და მსუბუქი ფორმებით ახასიათებს. მისივე ინფორმაციით, კვლევებმა აჩვენა, რომ აღნიშნულ ვაქცინას ჰოსპიტალიზაციისგან დაცვის მაჩვენებელი 85 პროცენტიდან 100 პროცენტამდე აქვს. იმნაძის თქმით, აღნიშნული ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ავტორიზაციას სავარაუდოდ უახლოეს დღეებში მიიღებს.

კვირის ამბები