საზოგადოება
21.05.2021 12:42
სოფელ ხიდისთავში სასმელი წყლის სისტემის განახლების სამუშაოები მიმდინარეობს

სოფელ ხიდისთავში სასმელი წყლის სისტემის განახლების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნულ სოფელს სასმელი წყლის პრობლემა წლებია აწუხებს და პროექტის განხორციელების შემდეგ, 1 300 ოჯახი სასმელ წყალს შეფერხების გარეშე მიიღებს.

როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, სამუშაოების ღირებულება 1 033 017 ლარია.

პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები რკინა-ბეტონის ახალი წყალმიმღებისა და შიდა გამანაწილებელი ქსელის მოწყობას, ასევე, ინდივიდუალური მრიცხველების მონტაჟს ითვალისწინებს. უწყების ცნობით, სამუშაოები ივნისის ბოლოს დასრულდება და ხიდისთავში მცხოვრები ყველა ოჯახი სასმელი წყლით იქნება უზრუნველყოფილი.

კვირის ამბები