საზოგადოება
21.05.2021 12:27
პატარა მეჯვრისხევისა და კარალეთის #1 საჯარო სკოლები ორი კვირით, დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ - ნანა ტერმაკოზაშვილი

გეგმიური ტესტირებისას, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა მეჯვრისხევისა და კარალეთის #1 საჯარო სკოლების პედაგოგებს კოვიდ-19 დაუდასტურდათ. ვირუსის შემდგომი გავრცელების პრევენციის მიზნით, ორივე სკოლა, დღეიდან სრულად გადავიდა სწავლის დისტანციურ რეჟიმზე, - აღნიშნულის შესახებ, GMnews-ს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა განუცხადა.

ნანა ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, ასევე, კორონავირუსული ინფექციის გამოვლენის გამო, ონლაინ რეჟიმში ახორციელებს სწავლებას გორის მეცხრე საჯარო სკოლის სამი კლასი.

„ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება პედაგოგების გეგმიური ტესტირება კორონავირუსზე, სწორედ გეგმიური ტესტირებისას დაუდგინდა კოვიდ 19-ით ინფიცირება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა მეჯვრისხევისა და კარალეთის #1 საჯარო სკოლების პედაგოგებს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისგან მიღებული რეკომენდაციის შესაბამისად, ორივე სკოლა სრულად გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე. აქვე აღვნიშნავ, რომ კორონავირუსული ინფექციის გამოვლენის გამო, გუშინდელი დღიდან, გორის მეცხრე საჯარო სკოლის სამი კლასი გადავიდა სწავლების ონლაინ რეჟიმზე“, - განაცხადა გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა.

შეგახსენებთ, რომ 19 მაისიდან სწავლების დისტანციური რეჟიმი (ორი კვირის განმალობაში) მოქმედებს გორის მეშვიდე საჯარო სკოლაშიც.

კვირის ამბები