ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 564 კვლევა ტესტით, შედეგად, ვირუსით ინფიცირების 1 064 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 335 769-ს.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 135 პირი და გარდაცვალების 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 4 569 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 064 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 543 შემთხვევა, აჭარა - 125, იმერეთი - 99, ქვემო ქართლი - 62, შიდა ქართლი - 25, გურია - 7, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 104, კახეთი - 47, მცხეთა-მთიანეთი - 17, სამცხე-ჯავახეთი - 18, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 17.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 785, საიდანაც მძიმე პაციენტია 893 პირი, მათ შორის, მართვით სუნთქვაზე იმყოფება 219 პაციენტი.