საინტერესო ამბები
21.05.2021 09:07
ე.წ. სამოგზაურო „მწვანე სერთიფიკატის“ შესახებ შეთანხმება მიღწეულია, რომელი ვაქცინებით აცრილი პირები მიიღებენ ევროკავშირის ციფრულ კოვიდსერთიფიკატს

ზაფხულის სეზონისთვის, ევროკავშირის მასშტაბით, ე.წ. სამოგზაურო „მწვანე სერთიფიკატის“ შემოღების შესახებ შეთანხმება მიღწეულია. სამოგზაურო მწვანე ბარათის სახელწოდება იქნება - EU Digital COVID certificate (ევროკავშირის ციფრული კოვიდსერთიფიკატი).

„ევრონიუსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „მწვანე სერთიფიკატი“ მიმართულია ტურისტული თუ სამსახურებრივი მიზნით თავისუფალი გადაადგილებისკენ და სერთიფიკატში ჩატარებული აცრების, ტესტებისა და კოვიდისგან განკურნების შესახებ ინფორმაცია შევა.

ევროპარლამენტმა დაადასტურა, რომ სამოგზაურო ბარათთან დაკავშირებით ევროკავშირის 27-ვე ქვეყანაში შეთანხმება მიღწეულია. ვაქცინირებულად ჩაითვლება პირი, რომელმაც მედიკამენტების ევროპული სააგენტოს (EMA) მიერ ავტორიზებული რომელიმე ვაქცინით ჩაიტარა ვაქცინაცია.

ამ დროისთვის EMA-ს ავტორიზებული აქვს „ფაიზერის“, „მოდერნას“, „ასტრაზენეკას“ და „ჯონსონის“ ვაქცინები.

კვირის ამბები