კორონავირუსული ინფექციის გამოვლენის გამო სვენეთის საბავშვო ბაღი დროებით დახურულია
კორონავირუსული ინფექციის გამოვლენის გამო სვენეთის საბავშვო ბაღი დროებით დახურულია, გორის მუნიციპალიტეტის სხვა საბავშვო ბაღებში კოვიდინფქეციის დადასტურების ახალი შემთხვევები არ გამოვლენილა - აღნიშნული ინფორმაცია GMnews-ს გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა ლია კოვზიაშვილმა დაუდასტურა.
კოვზიაშვილის ინფორმაციით, კოვიდ-19 საბავშვო ბაღის სამ თანამშრომელს დაუდგინდა.
„კორონავირუსის დადასტურების გამო სვენეთის საბავშო ბაღმა ფუნქციონირება დროებით შეაჩერა. კოვიდ-19 სააღმზრდელო დაწესებულების ჯერ ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა, რამდენიმე დღის შემდეგ კი, ინფიცირებული კიდევ ორი მათგანი გახდა. რაც შეეხება სხვა საბავშვო ბაღებს, მინდა გითხრათ, რომ ინტენსიურად გრძელდება ჩვენი თანამშრომლების გეგმიური ტესტირება და ამ დროისთვის, ინფექცია არავის უფიქსირდება“, - განაცხადა ლია კოვზიაშვილმა.