გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ 67 საჯარო და 6 კერძო სკოლაში, 1421-მა მეთორმეტეკლასელმა სასწავლო პროცესი დაასრულა. სწავლის დასრულება სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქით" მიულოცა კურსდამთავრებულებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა ნანა ტერმაკოზაშვილმა.
,,ყველა მეთორმეტეკლასელს გილოცავთ სკოლის დამთავრებას. გისურვებთ გააზრებული არჩევანის გაკეთებას და წარმატებებს თქვენი მიზნების ასრულებისკენ მიმავალ გზაზე!
განსაკუთრებული სიყვარული ჩემგან გორის საჯარო და კერძო სკოლების 1421 კურსდამთავრებულს", - წერს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ