საზოგადოება
20.05.2021 11:07
ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 1 104 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 21 ადამიანი გარდაიცვალა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 1 104 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 334 705-ს.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 603 პირი და კორონავირუსით გარდაცვალების 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 4 540 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 104 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 607 შემთხვევა, აჭარა - 83, იმერეთი - 103, ქვემო ქართლი - 57, შიდა ქართლი - 40, გურია - 12, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 109, კახეთი - 46, მცხეთა-მთიანეთი - 15, სამცხე-ჯავახეთი - 24, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 885, საიდანაც მძიმე პაციენტია 917 პირი.

კვირის ამბები