კიდევ უფრო დამძიმდა ეპიდემიოლოგიური ვითარება ინდოეთში. ოფიციალური სტატისტიკით, ქვეყანაში კოვიდინფიცირების 25 მილონი შემთხვევაა დაფიქსირებული და გარდაიცვალა 275 000 ადამიანი, თუმცა, ვარაუდობენ, რომ რეალური ციფრები მკვეთრად აღემატება ოფიციალურ სტატისტიკას.
ეს ვარაუდი იმ ფაქტმაც დაადასტურა, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ინდოეთში, ბუქსარის რაიონის რამდენიმე სოფლის მიმდებარედ, მდინარე განგის ნაპირებთან რამდენიმე ასეული გვამი იპოვეს. ათობით გვამს ყოველდღიურად პოულობენ სოფელ ჩაუსაში, გაჰმარში, კანაუჯიში, კანპურში, უნაოში.
არ გამორიცხავენ, რომ კრემატორიუმების დეფიციტის გამო, კოვიდინფექციით გარდაცვლილები ახლობლებმა მდინარეს გაატანეს. წყლიდან ამოტანილ გვამებს
კრემაციას სანაპიროზევე უტარებენ.
ამ ფაქტთან დაკავშირებით BBC და The Times of India უმძიმეს კადრებს ავრცელებენ, სადაც ასახულია, როგორ გამოაქვთ ძაღლებს სანაპიროდან გარდაცვლილი ადამიანების სხეულის ნაწილები.