საზოგადოება
18.05.2021 12:50
როგორ შევავსოთ მუნიციპალური ტრანსპორტის სამგზავრო ბარათის ბალანსი - ინსტრუქცია მგზავრებისთვის

20 მაისიდან, გორის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა ყველა მოქალაქისთვის ფასიანი ხდება. მგზავრობის ღირებულება 50 თეთრია და თითოეულ მგზავრს მომსახურების საფასურის გადახდა მხოლოდ პლასტიკური ბარათით შეეძლება.

გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლებმა, მოქალაქეთა ინფორმირების მიზნით, მგზავრებს სამგზავრო ბარათის გამოყენების ინსტრუქციები დაურიგეს. საინფორმაციო ბარათში დეტალურადაა მითითებული ყველა ის ქმედება, რისი განხორციელებაც მოუწევს მგზავრს ბარათის ბალანსის შევსებისა თუ მისი ტრანსპორტში გამოყენებისთვის.

სამგზავრო ბარათის შეძენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ „სპარისა“ და „დეილის“ სავაჭრო ობიექტებში, ან „თიბისი“ ბანკის გორის ფილიალებში. ბარათის ღირებულება 2 ლარია, რაც ბალანსზე არ აისახება. რაც შეეხება ბალანსის შევსებას, ეს შესაძლებელია მხოლოდ „თიბისი ფეის“ სწრაფი გადახდის ტერმინალში თანხის შეტანით, რომელსაც აქვს ბარათის წამკითხველი.

  •  აირჩიეთ სერვისი მთავარი გვერდიდან ან კატეგორია „ტრანსპორტი“-დან
  • მიადეთ ბარათი წამკითხველს
  • შეიყვანეთ თანხა
  • მოათავსეთ თანხა აპარატში და ბარათით ხელმეორედ მიადთე წამკითხველს.
შეგახსენებთ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობის საფასურის გადახდა სამგზავრო ბარათის გარდა, შესაძლებელია „თიბისი“ ბანკის ნებისმიერი ბარათით - საკრედიტო ან სადებეტო.

როგორც ცნობილია, მგზავრობა უფასო იქნება პირველი გადახდიდან მომდევნო 1 საათის განმავლობაში.

კვირის ამბები