საზოგადოება
18.05.2021 12:32
ბოშურში ახალი სპორტული მოედანი მოეწყო

ბოშურში  სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ახალი სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცის მოწყობას 87 300 ლარი მოხმარდა. შესაბამისი სამუშაოები კი, რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„პროექტის განხორციელებისთვის საჭირო თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო და სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში განხორციელდა. უნდა აღინიშნოს, რომ სპორტული მოედნის მოწყობის შესახებ გადაწყვეტილება, ადგილობრივმა მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით მიიღო“, - ამბობენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.

GMnews-ის ინფორმაციით, სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტში, მიმდინარე წელს 44 პროექტი განხორციელდება. პროგრამის 2021 წლის ბიუჯეტი 2 980 000 ლარია.

კვირის ამბები