საზოგადოება
18.05.2021 11:55
20 მაისს გორში დასაქმების ფორუმი გაიმართება

სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით, 20 მაისს, გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ (მისამართი: სტალინის გამზ. #16) დასაქმების ფორუმი ჩატარდება. ფორუმი 11:00 საათზე დაიწყება და 14:00 საათამდე გაგრძელდება.

აღნიშნულ ფორუმზე შიდა ქართლში არსებული 30-ზე მცირე და საშუალო ბიზნესი ვაკანსიებს წარმოადგენს. ღონისძიებაში ჩაერთვება 300-ზე მეტი სამუშაოს მაძიებელი, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ დამსაქმებლებს, გაესაუბრონ სასურველი ვაკანსიის თაობაზე და წარმოაჩინონ საკუთარი უნარები პოტენციურ დამსაქმებლებთან პირდაპირი კომუნიკაციის გზით.

სამუშაო ადგილები ძირითადად მომსახურების და წარმოების სფეროებიდან იქნება წარმოდგენილი.

დასაქმების ფორუმი გაიმართება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ ფარგლებში.

კვირის ამბები