საზოგადოება
18.05.2021 11:26
18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა, გორის ეთნოგრაფიული მუზეუმი დამთვალიერებელს ონლაინ ფორმატში მასპინძლობს

18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა. აღნიშნული თარიღი მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს მიერ (ICOM) 1977 წლის 18 მაისს დაფუძნდა. 2015 წელს კი, საქართველოც შეუერთდა ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოების მიერ წამოწყებულ ინიციატივას - „ღამე მუზეუმში“ და დამთვალიერებელს ამ დღესთან დაკავშირებით, ყოველწლიურად, ღია კარის დღეებს სთავაზობდა, თუმცა, შარშანდელის მსგავსად, წელსაც, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მუზეუმებმა, დამთვალიერებელთან დისტაციური კონტაქტის გზა აირჩიეს. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2021 წელს, მუზეუმის საერთაშორისო დღის თემაა: „მუზეუმების მომავალი: აღდგენა და გარდასახვა“.

GMnews-ის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ჩართულია გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი მუზეუმებიც, მათ შორის სერგი მაკალათიას სახელობის გორის ეთნოგრაფიული მუზეუმი,

სადაც კვირეულის ფარგლებში, 18-22 მაისს დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:

18 მაისი,  11:00 სთ. –მუზეუმის ახალი ექსპოზიციები - ვირტუალური ტური;

12:00 სთ. - ონლაინ სემინარი -„მუზეუმების მომავალი აღდგენა და გარდასახვა“

14:00 სთ. - ფოტოკოლაჟის „ტრადიციებით - ცვლილებებისკენ“ ონლაინ პრეზენტაცია;  16:00 სთ. - ონლაინ დისკუსია თემაზე - „მუზეუმი და თანამედროვე გამოწვევები“ მუზეუმის საგანმანათლებლო ჯგუფის და ლურჯი ფარი-საქართველოს ეროვნული კომიტეტის ჩართულობით.

20 მაისი,

12:00 სთ. - მუზეუმში 2021 წელს USAID/ ZRDA საქართველოსთან ერთად განხორციელებული პროექტის ფოტოკოლაჟი „წარსულის ფულით მომავლის მდგრადობისკენ“.

22 მაისი, 21:00 სთ ღამის მუზეუმი - გორის მუზეუმის ახალი მიუნცკაბინეტის ონლაინ პრეზენტაცია;  21:30 სთ - ახალი ექსპოზიციის ალბომის „ნუმიზმატიკური შედევრები გორის მუზეუმიდან“ ონლაინ პრეზენტაცია;  

22:00 სთ. - ვირტუალური ტური „აღმოაჩინე მუზეუმი სახლიდან“ (გიდის თანმხლებით)

ღონისძიებების ლინკი შესაბამისი პერიოდულობით გორის მუზეუმის ფეისბუქგვერდზე განთავსდება.

 

კვირის ამბები