საზოგადოება
18.05.2021 08:52
უფლისციხეში მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება
USAID საქართველოს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველ მოადგილე კახა სიხარულიძესთან, შიდა ქართლის გუბერნატორ მამუკა საღარეიშვილთან და გორის მერ, კონსტანტინე თავზარაშვილთან ერთად უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალს ეწვევა და მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას, ასევე, ადგილზე მოინახულებს USAID Zrda-ს და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშროლობის შედეგად მოწყობილ ინფრასტრუქტურას.
აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს USAID Zrda-ს და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხანგრძლივი პარტნიორობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების დემონსტრირებას.

მუზეუმების საერთაშორისო დღე, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს მიერ (ICOM) 1977 წლის 18 მაისს დაფუძნდა და ყოველ წელს, ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნება. 

კვირის ამბები