საზოგადოება
17.05.2021 17:00
გორში ახალი სარწყავი სისტემის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

გორში, თითქმის ერთი წლის განმავლობაში მიმდინარე მასშტაბური პროექტი, რომელიც ქალაქში არსებული მწვანე სივრცეების გასარწყავიანებას ითვალისიწნებდა, დასრულდა.

ახალი სარწყავი სისტემა ექსპლოატაციაში დღეიდან შევიდა და მოემსახურება ახალბაღს, სტალინის ბაღს, ლომჭაბუკის, თეატრისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის სკვერებსა და სტალინისა და აღმაშენებლის გამზირზე არსებულ გამწვანების ზოლებს.

განახლებულ სარწყავ სისტემაში წყალი უკვე გაეშვა, პროცესს გორის მუნიციპალიტეტის მერი, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წევრებთან ერთად დაესწრო.

აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების შედეგად ქალაქში არსებული მწვანე სივრცეების სარწყავი სისტემა მოწესრიგდა, რისთვისაც 477 627 ლარი დაიხარჯა.

GMnews-ის ინფორმაციით, პროექტი, ასევე, ითვალისწინებდა მაგისტრალური ქსელის მოწყობასა და შიო მღვიმელის ქუჩაზე არსებული სათავე ნაგებობის რეაბილიტაციასაც.

კვირის ამბები