საზოგადოება
17.05.2021 13:25
ე.წ. კომენდანტის საათის მოქმედების ვადა 23:00 საათიდან 05:00 საათამდე იქნება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პანდემიის პირობებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის დრო შეიცვალა, დღეიდან, ე.წ. კომენდანტის საათი 21:00 საათის ნაცვლად 23:00 საათიდან ამოქმედდება.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, ცვლილება დღეიდან ამოქმედდება.

„ეპიდემიოლოგიური ტენდენციის დეტალური ანალიზის საფუძველზე, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ. დღეიდან, გადადგილებაზე შეზღუდვა იმოქმედებს 23:00 საათიდან 05:00 სთ-მდე პერიოდში. მივმართავთ მოქალაქეებს, გაივალისწინონ, რომ გამკაცრდება რეგულაციის აღსრულების ადმინისტრირება, რაც ნიშნავს იმას, რომ შეზღუდვა ამოქმედდება ზუსტად 23:00 საათზე“, - განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.

ე.წ. კომენდანტის საათის მოქმედების ვადა 23:00 საათიდან 05:00 საათამდე იქნება.

კვირის ამბები