საზოგადოება
17.05.2021 12:43
მედიით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ჩემმა მოადგილემ სამსახური დატოვა, არის სიცრუე - გორის მერიის ადმინისტრაციის უფროსი

ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასული ინფორმაცია, თითქოს გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილე ოლეგ ხუბულური სამსახურიდან წავიდა, არის სიცრუე, - ამის შესახებ მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელომა ალექსანდრე თარხნიშვილმა განაცხადა.

თარხნიშვილის ინფორმაციით, ხუბულური დაკავებულ პოზიციაზე მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.

,,ერთ-ერთი ტელეკომპანიის, კერძოდ - ,,ტვ პირველის" ეთერში გასული ინფორმაცია, თითქოს გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილე ოლეგ ხუბულური სამსახურიდან წავიდა, არის სიცრუე. ხუბულურს არავითარი განცხადება არ დაუწერია სამსახურიდან წასვლის თაობაზე, იგი ამ პოზიციას იკავებს 2019 წლიდან და მუშაობას დღესაც აგრძელებს", - განაცხადა თარხნიშვილმა საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით GMnews-ის შეკითხვაზე.

კვირის ამბები