ინდოეთში არსებული უმძიმესი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, The Serum Institute of India-მ, რომელიც მსოფლიოში ვაქცინების ყველაზე მსხვილი მწარმოებელია, სხვადასხვა ქვეყანაში ვაქცინების გაგზავნა დროებით შეაჩერა.
შესაბამისად, უმსხვილესი მწარმოებლის მხრიდან ვაქცინების მიწოდების შეფერხების გამო, მსოფლიოში ვაქცინების განაწილება გეგმას 140 მილიონი დოზით ჩამორჩება.
ამჟამად არსებული კონტრაქტის მიხედვით, The Serum Institute of India-მ, Covax-ის პლატფორმის ფარგლებში, მიმდინარე წლის განმავლობაში მსოფლიოს მილიარდზე მეტი დოზა უნდა მიაწოდოს, თუმცა მარტის შემდეგ ვაქცინის დოზები ქვეყნიდან არ გაუტანიათ, რამაც სერიოზული პრობლემები შექმნა.
ქვეყნის შიგნით, ინდოეთში, სადაც 25 მილიონამდე ადამიანი დაინფიცირდა და 275 000-მდე პირი გარდაიცვალა, მოსახლეობის ასაცრელად 182 მილიონი დოზა ვაქცინა უკვე გაიხარჯა. ექსპერტების პროგნოზით, შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, ივნისში, ვაქცინების განაწილების გეგმაში 190 მილიონი დოზით ჩამორჩენა იქნება.