ინტენსიური ტესტირების ფარგლებში ჩატარებული 11 665 კვლევის შედეგად, ბოლო 24 საათში საქართველოში ვირუსით ინფიცირების 504 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 330 879-ს.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 038 პირი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 310 859-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 4 469 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 504 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 263 შემთხვევა, აჭარა - 53, იმერეთი - 50, ქვემო ქართლი - 20, შიდა ქართლი - 13, გურია - 4, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 44, კახეთი - 33, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 525, საიდანაც მძიმე პაციენტია 920 პირი.