სამართალი
14.05.2021 20:14
შავშვებთან მომხდარი ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, დაშავებულთა შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის იგოეთი-გორის მონაკვეთზე, სოფელ შავშვებთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ავტობანზე მოძრავ ავტომობლში მყოფმა მცირეწლოვანმა მგზავრიბისას თავი შეუძლოდ იგრძნო, რის გამოც ბავშვი მამამ ავტომანქანიდან გადაიყვანა, რა დროსაც ავტომაგისტრალზე მოძრავი სხვა ავტომობილი გზის ნაპირზე გაჩერებულ ავტომანქანას შეეჯახა. ავარიის შედეგად დაშავებული სამი ადამიანი სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა ,,გორმედში" გადაიყვანეს. ჩატარებული კვლევების საფუძველზე ერთ პაციენტს ამბულატორიული დახმარება გაეწია და კლინიკა დატოვა, ორი კი, მამა-შვილი, 35 წლის მამაკაცი და 13 წლის გოგონა სტაციონარში მოათავსეს.

,,გორმედის" ექიმის, კახა ფაცინაშვილის განცხადებით, მამა-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კვირის ამბები