შიდა ქართლის გუბერნატორი მოადგილეებთან და გუბერნიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერთად ,,სინოფარმით" ,,გორმედის" ქსელის ქარელის ცენტრალურ საავადმყოფოში აიცრა. მამუკა საღარეიშვილმა რეგიონის მოსახლეობას ვაქცინაციაში ჩართვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
,,ჩავერთეთ ვაქცინაციის პროცესში, ავიცერი ,,სინოფარმით", სასიხარულოა, რომ საკმაოდ მაღალი აქტიურობაა, შიდა ქართლის კლინიკებში უამრავი ადამიანია აცრაზე დარეგისტრირებული, თუმცა, მოგეხსენებათ, ვაქცინაციაზე რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით არ არის განსაზღვრული და შესაბამისად, ჩვენთან დარეგისტრირებულია რეგიონის ფარგლებს გარეთ მცხოვრები არაერთი პირიც. მინდა, შიდა ქართლის მცხოვრებლებს კიდევ ერთხელ მოვუწოდო ვაქცინაციისკენ, სწორედ ვაქცინაცია და რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვაა ის საშუალება, რაც შეაჩერებს პანდემიას", - განაცხადა მამუკა საღარეიშვილმა.