მალე, გიორგი ერისთავის სახელობის დრამატული თეატრი მაყურებელს საპრემიერო ჩვენებას შესთავაზებს. თეატრისმოყვარულებს მორიგ რეჟისორულ ნამუშევარს ელენე მაცხონაშვილი წარუდგენს. სპექტაკლი, სახელწოდებით - „ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი“, 21 და 22 ნოემბრს, თეატრის დიდ სცენაზე გათამაშდება.
„ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი“ თოჯინური სპექტაკლია, თუმცა, ბავშვებისთვის არაა განკუთვნილი. მთავარი გმირი ოსკარი თოჯინაა, რომელსაც სამი მსახიობი განასახიერებს. სიუჟეტი საავადმყოფოში ვითარდება. დანარჩენს, უშუალოდ, სპექტაკლიდან შეიტყობთ.
ცნობისთვის, ზემოხსენებული პიესა რიგით მესამე რეჟისორული ნამუშევარია, რომელსაც ელენე მაცხონაშვილი ერისთავის სახელობის თეატრის სცენაზე დადგავს.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს