სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, სულ მალე ნახავთ აღდგენილ და განახლებულ სტალინის გამზირს - გორის მერი
სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, სულ მალე ნახავთ აღდგენილ და განახლებულ სტალინის გამზირს, - ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც მერმა აღნიშნა, პროექტი არაერთ მიმართულებაზეა გათვლილი და მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს ერთი მხრივ, ვიზუალური თვალსაზრისით, ასევე ტურისტული მიმართულებით, ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური კუთხით.
„ეს არის პრემიერ-მინისტრის ძალიან კარგი ინიციატიავა, რეგიონების განვითარებისათვის და შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტისთვისაც. პროგრმის ფარგლებში, სტალინის გამზირის მრავალსართულიანი ბინების რეაბილიტაცია სრულად მოხდება. ერთი მხრივ, ვიზუალური თვალსაზრისით, ასევე ტურისტული მიმართულებით, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური კუთხით. აქედან გამომდინარე, სულ მალე ნახავთ აღდგენილ და განახლებულ სტალინის გამზირს“, - განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გორში, სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში შექმნილი სპეციალური კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლში მამუკა საღარეიშვილი, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.