კულტურა
13.05.2021 12:22
გიორგი ერისთავის სახელობის თეატრი მაყურებელს დღეიდან უბრუნდება
გიორგი ერისთავის სახელობის თეატრი, გარკვეული პაუზის შემდეგ, მაყურებელს უბრუნდება. რეპერტუარიდან მოხსნილი სპექტაკლების ჩვენება დღეიდან, 13 მაისიდან განახლდება.
17:00 საათზე, მსახიობები ერთგულ მაყურებელს ფლორიან ზელენის პიესის - „ვაჟიშვილის“ მიხედვით დადგმულ ამავე სახელწოდების სპექტაკლს წარუდგენენ. როგორც თეატრში ამბობენ, წარმოდგენა ჩვენს შვილებს და მათთან ვერგატარებულ დროს ეძღვნება. ხვალ, 14 მაისს კი, მცირე სცენაზე თოჯინური სპექტაკლი „მზის სხივი“ გათამაშდება. რაც შეეხება დაგეგმილ საპრემიერო ჩვენებას, დამოუკიდებელი ახალგაზრდა რეჟისორის, საბა ასლამაზაშვილის პროექტი ერისთავის სახელობის თეატრში მაყურებელს 15 მაისს ელის. ექსპერიმენტულ სცენაზე, სლავომირ მროჟეკის პიესა „სტრიპტიზი“ წარსდგება.
შეგახსენებთ, დაახლოებით სამი კვირის წინ, გორის თეატრის ტექნიკურ თანამშრომელს კოვიდ19 დაუდასტურდა, რის გამოც აპრილში ჩანიშნული ყველა სპექტაკლი რეპერტუარიდან მოიხსნა.
კვირის ამბები